1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1713376984
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მეცნიერება • 1713382118
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
მუცლის მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდობით წერს."მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს", - განმარტეს ექსპერტებმა.ამასთან, მედიკოსების თქმით, დროდადრო მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.ექიმებმა აღნიშნეს, რომ საკვერცხის კიბოს ხშირად "ჩუმ დაავადებას" უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.
ჰოროსკოპი • 1713381540
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძიდღე დახუნძლულია სხვადასხვა მოვლენებით, იყავით აქტიური, პოზიტიური და ხალისიანი, თქვენი განწყობა გადამდებია სხვებისთვისაც. შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ.კურომოქმედებისთვის შესაფერისი დღე არ არის, ახლა უკეთესია იყოთ მომთმენი, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, ნუ გარისკავთ. გადახედეთ თქვენს ახლო წარსულს, გააანალიზეთ გარკვეული მოვლენები და სათანადო დასკვნებიც გამოიტანეთ.ტყუპებიშესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, სათანადოდ უნდა იშრომოთ.კირჩხიბიდღე ნაყოფიერია მოლაპარაკებებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზებაც გქონდეთ.ლომიდღე ნაყოფიერი და წარმატებულია თუ იქნებით შეუპოვარი და მიზანდასახული, გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ. დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ კარიერულ წინსვლაზე.ქალწულიდღეს, გაქვთ სათანადო გაბედულება და პასუხისმგებლობის გრძნობაც, რომ შეეჭიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს. თამამად იმოქმედეთ ნებისმიერ სფეროში, ნუ შეცვლით გეგმებს შექმნილი ვითარების გამო.სასწორიდღეს, მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს იდეებსა და შემოსულ ინფორმაციებს, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებული კარგი ამბავი გაიგოთ, ან მიიღოთ საჩუქარი.მორიელიშეინარჩუნეთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში, იყავით კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე. პირად ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებები გექნებათ.მშვილდოსანიდღე გამორჩეულია ახალი ნაცნობობით (თუნდაც ვირტუალური), გაფილტრეთ ახალი გაცნობილი ადამიანები, ზოგიერთი მათგანი სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, მიჰყევით ინტუიციას.თხის რქამშვენიერი დღეა თქვენი უნარ-ჩვევების წარმოსაჩენად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სახლიდან მოგიწიოთ სამსახურებრივი საქმის კეთება. მთავარია, არ იჩქაროთ, იყავით მომთმენი და მეტი გაგებით მოეკიდოთ ოჯახის წევრებს.მერწყულიეცადეთ, დღეს, ყველაფერს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, რადგან დღე დატვირთულია სხვადასხვა ინფორმაციებით და გადასაჭრელი საკითხებით.თევზებიმშვენიერი დღეა სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად, სასურველ შედეგს გამოიღებს კომუნიკაციები. შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზით გაოცებულიც დარჩეთ.
პოლიტიკა • 1713381496
„არ შეიძლება პოლიციელს ქვა ესროლო, ეს რაც დღეს ხდება, ეს არის, სალომე ზურაბიშვილის ბრალიც იმიტომ, რომ მან შეიწყალა ბავშვი ლაზარე, რომელმაც აღიარა, რომ მანქანა დაწვა და პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა დასაწვავად, მოსაკლავად“, - ამის შესახებ რევაზ მიშველაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
დედაქალაქი • 1713380829
ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთ გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის, პოლიციის, ენუქიძის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მებაღეობის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, გურჯიევის, ჯამბულ წურწუმიას, ირინა შტენბერგის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, გიორგი ოდიშელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, შროშის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის, დომენტი ჟღენტის და ანაპის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ამირეჯიბის გზატკეცილის, გეხტმანის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, ჩიქოვანის და ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, ნაფარეულის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.სხვა ამბები:ჭაღარა თმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური გზებიგასდის თუ არა ვადა სუნამოს და როგორ პირობებში უნდა შევინახოთ, რომ არ გაფუჭდეს - არომა მარკეტერის რჩევაყველაზე ცუდი შეყვარებულები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
პოლიტიკა • 1713380747
„ამ ხელისუფლებამ, რომ გაიწვიოს მეორედ ეს კანონპროექტი, რა პასუხს მაძლევს მე, რომელსაც მაინტერესებს, სად მიდის და რაში იხარჯება ეს ფული?! ხომ არ ხმარდება ეს ფული სწორედ ამ ახალგაზრდების მოსყიდვას, სწორედ იმ რევოლუციურ საქმიანობას,“ - ამის შესახებ რევაზ მიშველაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „გულახდილად გეტყვი, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგია. თქვა კიდეც ერთმა პარლამენტარმა გუშინ - საქართველოს ახლა გაამარჯვებინებს მხოლოდ და მხოლოდ ვარდების რევოლუციის მუხტიო”, - განაცხადა რევაზ მიშველაძემ.