სკოლაში ფეხბურთის მატჩზე სროლის დროს 8 წლის გოგო მოკლეს

00:18 08-25-2019
4663

მისურის შტატის ქალაქ სან ლუისში სროლის შედეგად 8 წლის გოგო დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა საშუალო სკოლის ფეხბურთის მატჩზე მოხდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გარდაცვლილი გოგო მოედანზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

შტატის პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი გოგო მეთორმეტე ბავშვია, რომელიც მისურის შტატში აპრილის შემდეგ მოკლეს.