კოსმოსში პირველად ჩადენილი დანაშაული - რა კანონები მოქმედებს კოსმოსში

23:08 08-24-2019
204

ამერიკის ნაციონალური კოსმოსის ეროვნული სააგენტო, NASA იძიებს ინციდენტს, რომელიც შეიძლება იყოს პირველი დანაშაული, რომელიც კოსმოსში ჩაიდინეს. ამის შესახებ New York Times იუწყება. 

ამერიკელი ასტრონავტი ენ მაკლეინი აღიარებს, რომ კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას იგი მისი ყოფილი ერთნაირსქესიანი მეუღლის საბაკო ანგარიშზე მისგან დაუკითხავად შევიდა. ამასთან, ენი თვლის, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც ენის მეუღლემ სამერ უორდენმა აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში სარჩელი შეიტანა მის საბანკო ანგრიშზე არასანქცირებული შესვლისა და პირადი მონაცემების მოპარვის გამო. საქმეს ასევე NASA-ს გენერალური ინსპექტორი იძიებს.

სამხედრო მფრინავი ენ მაკლეინი და სამხედრო საჰაერო ძალების დაზვერვის ოფიცერი, სამერ უორდენი 2014 წელს დაქორწინდნენ. გაყრის შესახებ განაცხადი, კიუორდენმა 2018-ში შეიტანა

მაკლეინს ერაყში 800 საბრძოლო გაფრენა დაუგროვდა. 2013 წლიდან მისით NASA დაინტერესდა.

მაკლეინმა კოსმოსურ სადგურზე 6 თვე გაატარა და შეეძლო სხვა ქალ კოსმონავტებთან ერთად 2019 წლის 8 მარტს ღია კოსმოსშიც გასულიყო, თუმცა, მისთვის შესაფერისი სკაფანდრი ვერ მოიძებნა.

როგორ მუშაობს კანონი კოსმოსში?

კოსმოსურ სადგურებზე, რომელსაც ერთდროულად ფლობენ აშშ, რუსეთი, კანადა, იაპონია და ევროპის კოსმოსური სააგენტო, ყველა კოსმონავტის მიმართ მოქმედებს ის კანონი, რომელიც მის ქვეყანაშია. იგივე ეხება ქონებას და მისი განკარგვის წესსაც.

ამრიგად, კოსმოსში ჩადენილი დანაშაულისთვის, კანადელი პასუხს აგებს კანადის კანონების შესაბამისად, რუსი - რუსეთის კანონების თანახმად და ა.შ.

კოსმოსური კანონი ასევე ითვალისწინებს ექსტრადიციის პროცედურას დედამიწაზე დაბრუნებისთანავე.

ბოლო დროს, როდესაც დღის წესრიგში კოსმოსური ტურიზმის განვითარების საკითხი დადგა, აქტუალური გახდა ერთიანი კოდექსის შემუშავება, რომელიც კოსმოსში სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს დაარეგულირებს.

NASA- ს წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სივრცეში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.