აქ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, მოახერხეს ხანძართან გამკლავება, მაგრამ ქარიანი ამინდებია და ისევ გამოჩნდა ცეცხლის კერები - დავით ქაცარავა

21:46 08-24-2019
123

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. „ხანძარი ოკუპირებული ტერიტორიიდან არაოკუპირებულ კნოლევს მოადგა”- წერს ქაცარავა.

„პრაიმტაიმი“ დავით ქაცარავას დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ამბობს, რომ გარკვეული პერიოდი ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის კერების გააქტიურება გამოიწვია.

„ხანძარი ოკუპირებული ტერიტორიიდან არაოკუპირებულ კნოლევს მოადგა. კნოლევის გვერდითაა ატოცი. აქ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, მოახერხეს ხანძართან გამკლავება, მაგრამ ქარიანი ამინდებია და ისევ გამოჩნდა ცეცხლის კერები“ - განმარტავს დავით ქაცარავა.

„პრაიმტაიმი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ქართველი მეხანძრეები ე.წ საზღვარზე ვერ გადადიან.