რამდენ მძღოლს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა

20:43 08-24-2019
532

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემების მიხედვით,  ქვეყნის მასშტაბით 30 ადამიანს 100 ქულა სრულად ამოეწურა. ამასთან, უწყების ცნობითვე, ამათგან 29 ადამიანს მართვის მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს, ხოლო-ერთმა პირმა გამოცდა ჩააბარა.

მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სრულად ამოწურვის შემთხვევები შემდეგ რეგიონებში დაფიქსირდა - აჭარა, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი.

აღსანიშნავია, რომ  მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა თბილისში ყველაზე მეტ- 17 ადამიანს ამოეწურა.

რაც შეეხება ქულების დაკლებას, უწყების მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში, მართვის მოწმობაზე ქულები 148 968 პირს დააკლდა. 

ამ დროისთვის, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ სრულ 100 ქულას 30 ივნისის მდგომარეობით, 1 080 826 ადამიანი ინარჩუნებს.