სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

19:39 08-24-2019
27

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა twitter-ზე დაწერა.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს-უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ“ - წერს ზურაბიშვილი.

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღე, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 24 აგვისტოს აღინიშნება. ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, წელს ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ იმართება.