ქმარი მომაკვდავი ცოლის სანახავად პანსიონატში საკაცით მიიყვანეს

18:57 08-24-2019
5283

უელსელი ცოლ-ქმარი დერეკ და ეირვენ ოლივერები უკვე 57 წელია შეუღლებულები არიან, თუმცა ავადმყოფობის გამო ისინი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

მათი სიყვარულის ისტორია 1960 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ და უელსის ერთ პატარა სოფელში დასახლდნენ. დერეკი ადმინისტრატორად, ხოლო ეირვენი მედდად მუშაობდა. 2014 წელს ეირვენს თავის ტვინის უმძიმესი დაავადება-დემენცია დაუდგინეს და რაკი მისი მოვლა სახლის პირობებში ქმარს უკვე აღარ შეეძლო ეირვენი მოხუცთა პანსიონატში გადაიყვანეს.

მალე ექიმებმა დერეკსაც ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა ამის მიუხედავად ის თითქმის ყოველდღე აკითხავდა პანსიონატში მეუღლეს, სანამ 2019 წლის გაზაფხულზე ინფექციის გამო მდგომარეობა არ დაუმძიმდა. ახლა უკვე ქმარიც ლოგინად ჩავარდა. მისი ერთადერთი სურვილი ცოლის ნახვა იყო.

მოხუცს ეს თხოვნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოხალისეებმა შეუსრულეს და სპეციალური საკაცით ის მეუღლესთან, პანსიონატში მიიყვანეს.

ექიმები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა მეუღლეებისთვის ბოლო აღმოჩნდეს. ამ ამაღელვებელი ისტორიის შესახებ WalesOnline-მა დაწერა.