უკრაინის ხუთი პრეზიდენტი ერთ ფოტოზე

18:25 08-24-2019
827

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარიინსკის სასახლეში ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები შეიკრიბნენ. მათ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. 

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გარდა, სასახლეში იმყოფებოდნენ: ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო. ფოტო ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფოტოზე ჩანს, რომ თითოეულ პრეზიდენტს ხელში ჭიქა შამპანური აქვს. ამავდროულად, პოროშენკო იღიმება და ზელენსკის უყურებს.

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღე, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 24 აგვისტოს აღინიშნება.

ავტორი: ალექსი ქამადაძე