ყვარელში ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი და ძლიერი ქარი აფერხებს

17:47 08-24-2019
15

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

შტაბს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ამ დროის მდგომარეობით, მთის რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი, ხანძრის ჩაქრობას აძნელებს, ამ მიზეზით, ცეცხლის ქრობის პროცესში, მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი