საქართველოში გაცემული ხელფასების რაოდენობა ერთი კომპანიის გაცემულ ხელფასებს უტოლდება

17:19 08-24-2019
822

ფორბსის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ხელფასის ის რაოდენობა გაიცა, რასაც ერთი კომპანია Facebook-ი საკუთარი თანამშრომლების ხელფასებზე ხარჯავს. 

„2018 წელს საქართველოში ოფიციალური ხელფასების სახით 13,4 მილიარდი ლარი გაიცა, რაც 1,13 მილიონ ადამიანზე განაწილდა. ეს თანხა დოლარებში $4,9 მილიარდს შეადგენს და დაახლოებით იმდენივეა, რასაც Facebook-ი საკუთარი თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხარჯავს.  

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.69 მილიონი ადამიანი. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით კი გასულ წელს ხელფასი 1.13 მილიონ ადამიანს ჰქონდა. შესაბამისად, ნახევარი მილიონი ადამიანი, ოფიციალურად დასაქმებულად რომ ითვლება, რეალურად ცხოვრობს ისე, რომ წლის განმავლობაში ოფიციალურად არც ერთი თეთრის შემოსავალი არა აქვს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის მასშტაბები კვლავ დიდია - ნათქვამია „ფორბსის“ სტატიაში. 

თვითდასაქმებულებს შორის დაახლოებით 80% სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობაა, მათ სტატისტიკა დასაქმებულებად მხოლოდ იმიტომ აღრიცხავს, რომ ისინი საკუთარ ნაკვეთებში მოსავლის მიღების მიზნით მუშაობენ. მათ შესაძლოა ნატურის (მოყვანილი პროდუქციის) გარდა არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც დასაქმებულებად ითვლებიან.