ვიქტორ სანიკიძე ბერძნული კლუბის სპორტული დირექტორი გახდა

16:29 08-24-2019
40

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის „არის-ის სპორტული დირექტორი გახდა.

სანიკიძე ათენის „არისი“-ში 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიზეზი.

სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ „დიჟონში“, ესპანურ „სარაგოსასა და „ესტუდიანტესში, იტალიურ „ვირტუსსა და „სიენაში, ასევე რუსულ „უნიკსსა” და თურქულ „ანკარაში” თამაშობდა.