ხვალ დე-ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტი არჩევნები გაიმართება

14:56 08-24-2019
52

ოკუპირებულ სოხუმში არჩევნების დღისთვის საერთაშორისო მედიაცენტრი გაიხსნა. ცესკოს თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ცენტრი მუშაობის მთავარი ადგილი იქნება.

„აქ ოფიციალური ინფორმაცია განთავსდება, რომელიც საზოგადოებას მისცემს ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ“,- განაცხადა გოგიამ.

როგორც გოგიამ აღნიშნა, „ქვეყნის მეთაურის არჩევისთვის მზადება თითქმის დასრულებულია“.

საპრეზიდენტო არჩევნები დე-ფაქტო აფხაზეთში კვირას, 25 აგვისტოს გაიმართება.

არჩევნებში მონაწილეობას ცხრა კანდიდატი ღებულობს: რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიცინია, ოლეგ არშბა, ასტამურ ტარბა, ალმას ჯაფუა, ლეონიდ ძაფშბა, შამილ აძინბა, ასტამურ კაკალია, არტურ ანქვაბი.

აფხაზური ე.წ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზეთის მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას. ის არანაკლებ 35 წელზე უფროსი და 65 წელზე უფროსი ასაკის უნდა იყოს, რომელსაც აქვს ხმის უფლება. ერთი და იგივე პირი სახელმწიფოს მეთაური შეიძლება იყოს არაუმეტეს ორი ვადით. არჩევნების შედეგად აირჩევენ დე-ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტსაც.

სულ 152 საარჩევნო უბანია. სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთაც გაიხსნა: მოსკოვში, ჩერქესკში და სტამბოლში.

ავტორი: თეა შონია