მინსკში „ქართული სახლი" გაიხსნა

14:42 08-24-2019
28

„თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, მინსკში „საპარტნიორო ფონდმა“ქართული სახლიგახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა, ბიზნესწრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კახა კალაძემ მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქალაქის მერი იმედოვნებს,რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 „ეს სივრცე იმდენად საინტერესო ქართული ისტორიის, ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შემცველია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიზიტორი ისიამოვნებს მისი გაცნობისას. მინდა, წარმატება ვუსურვო მის დამფუძნებლებს და იმედი გამოვთქვა, რომ „ქართული სახლი“ საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. ვიცით, რომ ბელარუსი ხალხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ქართველები ბელარუსი ხალხის გვერდით , - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბიზნესს დღეიდან აქვს შესაძლებლობა, მინსკელებს და მინსკის სტუმრებს ქართული პროდუქცია შესთავაზოს.