ეკა კვალიაშვილი ლუბა უსპენსკაის წინააღმდეგ - რაში ადანაშაულებს რუს კოლეგას მომღერალი

14:02 08-24-2019
1304

მომღერალი ეკა კვალიაშვილი საავტორო უფლების დარღვევაში თავის რუს კოლეგა ლუბა უსპენსკაიას ადანაშაულებს.

„სრულიად შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ჩემს სიმღერას ლუბა უსპენსკაიას შესრულებით, ისე რომ ჩემგან არავითარი ნებართვა არ აუღიათ. აუცილებლად გავარკვევ ამ ამბავს და საავტორო უფლების დარღვევისთვის პასუხსაც მოვთხოვ. უსპენსკაია კი არა, უიტნი ჰიუსტონიც რომ წამოდგეს საფლავიდან და უნებართვოს იმღეროს, მასზეც გავბრაზდები. დროა ყველამ პატივი სცეს ავტორს.. მე ასე არასდროს მოვქცეულვარ, ყველა ავტორს პატივს ვცემ და იგივეს მოვითხოვ სხვებისგანაც“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ მომღერალმა.