მალხაზ მაჩალიკაშვილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის დადგენას ქართველ ემიგრანტებს სთხოვს

13:25 08-24-2019
1978

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ევროპაში მყოფ ემიგრანტებს, მკვლელისა და დამკვეთის ვინაობის დადგენისკენ მოუწოდა.

„საქმე დღემდე გამოუძიებელია, ამ ხელუსუფლების პირობებში. თბილისის ცენტრში, რამოდენიმე კამერის ქვეშ, დაჭრილი და სიკვდილს გადარჩენილი იძულებით გადახვეწილი გერმანიაში, ამ ხელისუფლებისგან საფრთხის ასარიდებლად.
ადამიანი, რომელიც მთელი ხეობის ტოლფასი იყო. ადამიანი, ვაჟკაცობით და ღირსებით სავსე. ადამიანი, კაცთა მოყვარე. ადამიანი, სიყვარულის და სიტკბოს განსახიერება. ადამიანი, ვაახა ტერლოევის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა და მეგობარი. ადამიანი, მთელი ხეობის ძმა და ახლობელი. ეს დიდი დანაკარგი და ტკივილია. გუშინ ბერლინში თავში რამოდენიმე ნასროლმა ტყვიამ სიცოცხლე წაართვა. ეს ვიღაცის დაკვეთვით, ვიღაც ნაძირალამ გაიმეტა. მოგმართავთ თხოვნით, ევროპაში მყოფ ყველა ემიგრანტს, გავიგოთ ვინ არის დამკვეთი და მკვლელი-წერს მაჩალიკაშვილი.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი გუშინ, გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი