ანაკლიის ფესტივალზე მსმენლის წინაშე დღის ჰედლაინერი - ბენ ქლოქი წარსდგა

13:08 08-24-2019
21

ფესტივალ Echowaves-ის მეორე დღეს ანაკლიაში მსმენელის წინაშე დღის ჰედლაინერი - ბენ ქლოქი წარსდგა. პირველი დღის ჰედლაინერი ნინა კრავიცი იყო.

დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს  სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვაში შეუძლიათ. დღეს გვიან ღამით კი მსმენელი Boston 163 და ასევე სხვა არაერთი ცნობილი არტისტს მოუსმენს.

ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება,სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან.

ფესტივალ Echowaves -ს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონის როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული განვითარება წარმოადგენს. შარშან EXIT- ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს ანაკლიაში, სტუმრები დაახლოებით 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო მედიას, 27 000 000- ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოს შესახებ.

Echowaves -ი 22 აგვისტოს გაიხსნა. Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia  -ს ფარგლებში იმართება.

ავტორი: თეა შონია