ვის უკავშირებენ პანკისის ხეობაში ხანგოშვილის მკვლელობას

12:38 08-24-2019
1218

„პრაიმტაიმი“ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა. როგორც ხასო ხანგოშვილი აცხადებს, პანკისის ხეობაში ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ. 

„ვერ გეტყვით მისი მოკვლით კონკრეტულად დაინტერესებული ვინ იყო, მაგრამ გვგონია, რომ მის ლიკვიდაციას რუსული სპეცსამსახურები მოახდენდნენ. ის მეომარი და აქტიური მებრძოლი კაცი იყო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო მისით დაინტერესებული? - აცხადებს ხასო ხანგოშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური