ბახმაროში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

11:52 08-24-2019
232

კურორტ ბახმაროს ცენტრში, მახარაძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა. ხანძარი ჯერ ერთ სახლში გაჩნდა, ხოლო შემდეგ მეორე სახლზეც გავრცელდა.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის დროს სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.