18 ნიშანი იმისა, რომ სუნამო ყალბია (ფოტოები)

11:19 08-24-2019
338

ბაზარზე მრავლად  იყიდება ყალბი სუნამოები.მომხმარებლების უმრავლესობას ორიგინალის ასლისგან გარჩევა უჭირს. შესაბამისად, ისინი ადვილად ტყუვდებიან, დიდი რაოდენობით თანხას იხდიან შედეგად კი, ხელში ყალბი სუნამო რჩებათ. გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, არის თუ არა ორიგინალი სუნამო, რომელსაც იყენებთ ან რომლის ყიდვასაც აპირებთ.

1.სუნამო ძალიან იაფად იყიდება (შეადარეთ ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რა ფასად არის სუნამო წარმოდგენილი და თუ განსხვავება დიდია, მაშინ აუცილებლად დაფიქრდით).

2.დააკვირდით სუნამოს შეფუთვას.ხომ არ არის ის ცუდად შეფუთული.

3.სუნამოს ბოთლზე წარწერები ძალიან სუსტად არის გამოხატული და გაურკვეველია, ან პირიქით-ზედმეტად მკვეთრად და მსხვილად არის წარწერა.

4.სუნამოს ყუთს და ბოთლს დაბალი ხარისხის ქაღალდი აქვს დატანებული წარწერებისთვის.

5.სუნამოს ყუთს უსწორმასწორო კიდეები აქვს.

6.სუნამოს თავსახურს ცუდი შესახედაობა აქვს, უხარისხოა, დაზიანებულია.

7.სუნამოს სითხე უცნაური ფერია (ამიტომ აუცილებელია იცოდეთ კონკრეტული ბრენდი რა ფერის სითხეს იყენებს სუნამოსთვის).

8.სუნამოს სითხე გამჭვირვალე არ არის, შეინიშნება უცხო სხეულები.

9.სუნამოს ყუთსა და ბოთლზე წარწერები გრამატიკული შეცდომითაა წარმოდგენილი (ამიტომ უნდა იცოდეთ კონკრეტული ბრენდი რა სახელწოდებას იყენებს, ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ სწორი ფორმაა parfum და არა-parfume)

10.კოდი დატანებულია დიდად, შესამჩნევად  და უხეშად სუნამოს ყუთსა თუ ბოთლზე.

11.სუნამოს ბოთლის მინა უხეშია, არათანაბარი მოყვანილობის.

12.სუნამოს ბოთლზე აქსესუარები უხეშად ან არათანაბრად არის დაკრული, აქსესუარები უხარისხოა.

13.ყალბი სერიული ნომრები აქვს ბოთლსა თუ ყუთზე (შეამომწეთ კონკრეტული ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდი და სწორი სერიული ნომრები აიღეთ იქიდან).

14.თუ სუნამოს ბოთლი სპრეის სახით არის წარმოდგენილი, მისასხმელი არ მუშაობს კარგად.

15.სუნამო ატარებს უხეშ, მკვეთრ, უცნაურ სუნს. კარგავს სურნელს სხეულის კანიდან 1-2  საათში, ხოლო ქაღალდიდან- 24 საათზე ნაკლებ დროში. ორიგინალი სუნამო სხეულის კანზე მინიმუმ 5 საათი ჩერდება, ხოლო ქაღალდზე-24 საათზე მეტხანს.

16.გაითვალისწინეთ, სუნამოს ოფიციალური ბრენდები არ იყენებენ ბოთლს 100 მილიგრამზე მეტი ოდენობით. თუ სუნამოს ბოთლი 100 მილიგრამზე მეტია, დაფიქრდით.

17.თითქმის შეუძლებელია ლოსიონების გაყალბება, რადგან ეს დიდ დროს და დანახარჯებს მოითხოვს. ამიტომ უფრო მეტად ენდეთ იმ მაღაზიებსა და საიტებს, რომლებიც კონკრეტული ბრენდის სუნამოს და ლოსიონებს ერთად გთავაზობენ.

18.შეანჯღრიეთ სუნამოს ფლაკონი. ნამდვილი სუნამო 15-20 წამში წარმოქმნის ბუშტუკებს, როცა ყალბი შენჯრევისთანავე გაიჩენს მათ.