პოლიციამ მაღაზია „აიტექნიკსის“ გაქურდვის მცდელობისას 15 წლის ბიჭი დააკავა

10:45 08-24-2019
108

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიტექნიკსის“ ​გაქურდვას ცდილობდა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.