ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ცნობილი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

02:00 08-24-2019
3818

გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ინფორმაციას ამ წუთებში, ხეობის მცხოვრებლები ავრცელებენ.

ადგილობრივების თქმით, ის თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაიცვალა.

მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, რუსულენოვანი პირია დაკავებული.

ხეობის მცხოვრებთა ვერსიით, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების, ან რამზან კადიროვის ხელი ურევია.

ხეობის მკვიდრის, სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა.

„2005 წელს მას თბილისშიც ოთხი ტყვია ესროლეს, მერე გერმანიაში წავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისწვდნენ“, - თქვა ბორძიკაშვილმა.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი