შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა, მაგრამ საქართველოს გული იწვის - თამარ ივერი პრეზიდენტს

23:17 08-23-2019
1802

სოპრანო თამარ ივერი სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:

„შე დალოცვილო,ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ
საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია???თუ ამაზონის თემაზე წა-twitter-ება უფრო ტრენდულია და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გაპიარების უფრო დიდ საშუალებას გაძლევს? ამაზონს ბევრი პატრონიჰყავს მსოფლიოში, შენს დაძიძგნილ ქვეყანაზე ამოიღე ასე Worldwide მასშტაბით ხმა Mrsპრეზიდენტო არ გვინდა ეს ორლარიანი თვითპიარი“ , - წერს თამარ ივერი.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ „ამაზონთან ერთად საქართველოს გული იწვის“.