საბავშვო ბანაკის აუზში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო

21:02 08-23-2019
641

12 წლის ბრიტანელი საფრანგეთში საბავშვო ბანაკის აუზში დაიხრჩო. ამის შესახებ Daily mail-ი წერს.

დაახლოებით 18:30 სათ-ზე მაშვლებემა წყლის ზედაპირზე ბავშვის სხეული დაინახეს და მაშინვე წყალში გადახტნენ საშველად. ბიჭი აუზიდან ამოიყვანეს და თვითმფრინავით ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ინციდენტი ბანაკ La Croix du Vieux Pont-ში მოხდა, რომელიც პარიზიდან 80 კილომეტრის დაშორებაზეა და საოჯახო დასვენებისთვის მეტად პოპულარულია.

მისი აუზი ბუნებრივი ტბის მსგავსია, ხელოვნური სანაპიროთი. აუზი საკმაოდ ღრმაა.