რუსთაველზე, ოპერასთან მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

20:50 08-23-2019
21

„24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას“, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლზე  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.