საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

20:30 08-23-2019
27

კლასიკური მუსიკის კონცერტებს მაღალმთიან რეგიონებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდება ბ. ბრიტენის, ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძის, ვ. აზარაშვილის ნაწარმოებები.

ღონისძიება ოთხ სექტემბერს მესტიაში დაიწყება, მოიცავს ლატალს, ონს, ლენტეხს, ცაგერს და 10 სექტემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულდება.