აგენტი მაიკლ ჯექსონის საიდუმლო ანდერძზე ალაპარაკდა

20:16 08-23-2019
227

პოპ-მუსიკის მეფემ, მაიკლ ჯექსონმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, საიდუმლო ანდერძი დატოვა, რომელიც, რატომღაც დაიკარგა. ამის შესახებ მომღერლის აგენტი რეიმონ ბეინი ალაპარაკდა.

2006 წლით დათარიღებულ დოკუმენტს 2002 წელს შედგენილი ანდერძი უნდა ჩაენაცვლებინა, რომელიც რეალურად ამოქმედდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ბეინი ამბობს, რომ ბოლო ანდერძი ნოტარიუსსაც მიანდეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, არავინ იცის, სად არის ის დღეს. 

ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს მისმა დედამ კეტრინმა მომღერლის ქონების 40% მიიღო მემკვიდრეობით. ამდენივე წილი გადაეცა მის სამ შვილს, 20% კი - სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს.

2002 წელს ჯექსონის ქონებრივი მდგომარეობა 500 მილიონ დოლარად შეაფასეს.