იმედი არ მქონდა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ - ბაჩანა შენგელია

19:32 08-23-2019
268

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია „პრაიმთაიმთან“ ამბობს,რომ პროკურატურამ სპეციალურად შეარჩია აგვისტოს თვე.

“მოსალოდნელი იყო ამათგან,სიმართლე გითხრათ იმედი არ მქონდა,რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ... ვემზადები სტრასბურგისთვის“,-განაცხადა შენგელიამ

ია კერზაია 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედამისზე მიდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ზეწოლა. გარდაცვალებამდე იგივეს აცხადებდა თავად ია კერზაია. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება.

 

ავტორი: თეა შონია