ხულოში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

16:11 08-23-2019
121

ხულოში, სოფელ რიყეში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.​ ადგილზე იმყოფება სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც. 

ამ დროისათვის უცნობია ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად  არავინ დაშავებულა. მომხდარზე კი გამოძიება 187 -ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.