Spend your summer in Georgia კი არა, იქნებ ვინმემ სერვისი გააუმჯობესოთ - სტეფანე მღებრიშვილი

15:11 08-23-2019
5814

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და ერთ-ერთი სასტუმროს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

მისი თქმით, ის შეგნებულად არ ასახელებს სასტუმროს სახელს, რადგან შემდეგ მფლობელები იგრუზებიან.

„ქსელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში პასტის საჭმელად მოვედი მარტო. Pasta bolognese შევუკვეთე და ვიკითხე რომელ პასტასთან არის თქო პენე, ფეტუჩინი თუ სპაგეტი...
- კი კი პენეო, პენეო და მარტოს - სამი თეფში ბოლონესე მომიტანა - ფეტუჩინი, პენე და სპაგეტი!
რაც მთავარია ანგარიშში მიათვალეს.

ის მაინც ეფიქრა რომ ჩემი გაბარიტების კაცი სამ თეფშ ყ**ობას ვერ შეჭამდა! 
ძალიან შეწუხებულებმა ბოდიში მოიხადეს!

სასტუმროს არ დავთაგავ მაინც, საქართველოა და მერე მფლობელები იგრუზებიან და როჟებით მხვდებიან“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.