სკოლაში წასვლამდე და სკოლის შემდეგ - დღის ფოტო

15:09 08-23-2019
1040

ბრიტანელი ლუსი პირველად წავიდა სკოლაში. დედამ ჯერ გასვლის წინ გადაუღო ფოტო, შემდეგ კი როდესაც სკოლიდან დაბრუნდა. ქალმა შვილის ფოტო გააერთიანა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ფოტო ვირუსული გახდა. 

დედა ყვება, რომ ლუსის „სუფთად“ ყოფნა უყვარს და იდეალურად გამოიყურებოდა წასვლამდე. ფოტო 10000-მდე ადამიანს მოეწონა. ლუსი ყვება, რომ სკოლა ძალიან მოეწონა და ბევრი ითამაშა თანაკლასელებთან ერთად ეზოში.