1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1713376984
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1713386784
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვს მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.„ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. საერთოდ არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, ეს მათ იფიქრონ. რა მდგომარეობაში და ვითარებაში არიან, ყველა კარგად ვხედავთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ხელისუფლებაში ვართ, უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უამრავი საქმეა გასაკეთებელი. არჩევნები ახლოვდება და პარალელურად, არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი რაც იყო, ის არ შეიცვლება. გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მეცნიერება • 1713386019
მოსალოდნელი ნიშნები ინფარქტამდე ექვსი თვით ადრე - უახლესი კვლევა
მიოკარდიუმის ინფარქტი არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივ ან სრულ დარღვევასთან, გულის არტერიაში. ამ მიზეზით ხდება გულის კუნთის - მიოკარდიუმის ნეკროზი. მარტივად რომ ვთქვათ, გულს აღარ აქვს საკმარისი სისხლი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამის მიზეზები განსხვავებულია, მათგან ყველაზე გავრცელებულია სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ნადები. ისინი ავიწროებენ ჭურჭლის სანათურს, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას.გარდა ამისა, არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზები, მაგალითად, მძიმე სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ეს ხდება იმის გამო, რომ სტრესის პირობებში, ნერვული და ჰორმონალური სისტემები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის ნაკადს, გაუმართავია, რაც იწვევს გულის ფუნქციონირების დარღვევას. მეცნიერთა ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ყველა ამ მიზეზის მიუხედავად, გულის შეტევის პროგნოზირება შესაძლებელია მწვავე ფაზამდე ექვსი თვით ადრე.გულის შეტევის რისკის განსაზღვრა სისხლის ანალიზის გამოყენებითმკაფიო მიზეზშედეგობრივი კავშირი სტრესსა და გულის შეტევას შორის დადგენილი არ არის. თუმცა, სტატისტიკა აშკარად მიუთითებს, რომ მძიმე სტრესი ზრდის მომავალში გულის შეტევის ალბათობას. ასევე, როგორც ადრე ვთქვით, ინფარქტის რისკს ზრდის უძილობა, ცუდი ჩვევები, არასწორი კვება და ა.შ. ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინფარქტის მიზეზი ყოველთვის აქვს, ანუ ის მოულოდნელად არ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროგნოზირება შესაძლებელია.თეორიულად, რისკფაქტორების იდენტიფიცირება შესაძლებელია სისხლის ტესტის გამოყენებით. სტრესი, მეტაბოლური დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ყოველთვის გავლენას ახდენს სისხლის შემადგენლობაზე, ამიტომ მათი აღმოჩენა შესაძლებელია გარკვეული მოლეკულებით. თუმცა, მეცნიერებამ ჯერ არ იცის, რა ფაქტორები მიუთითებს ინფარქტის რისკზე, ანუ უცნობია, კონკრეტულად რა უნდა ვეძებოთ სისხლის შემადგენლობაში.თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. აღმოჩენილი მოლეკულები მიუთითებს გულის შეტევის რისკზე გრძელვადიან პერსპექტივაში - ხუთიდან ათ წლამდე. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ეს პროგნოზი საკმაოდ ბუნდოვანია.როგორ განვსაზღვროთ გულის შეტევამეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაისახა ამოცანა, ეპოვათ მოლეკულები, რომლებიც გამოავლენდნენ გულის შეტევის რისკს მოკლევადიან პერიოდში - რამდენიმე თვეში ან მაქსიმუმ ექვს თვეში. ფაქტია, რომ ინფარქტის წინაპირობები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვითარდება, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში. მაგალითად, გულის შეტევა ძლიერი სტრესის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება.ასეთი რისკფაქტორების საპოვნელად მეცნიერებმა გააანალიზეს ორი ათასზე მეტი ადამიანის სისხლის შემადგენლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. არცერთ ამ ადამიანს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თუმცა, ანალიზისთვის სისხლის დონორობიდან ექვსი თვის განმავლობაში 420 ადამიანს დაემართა გულის შეტევა.ექვსი თვის შემდეგ, კვლევის ავტორებმა შეადარეს მათ სისხლი, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა და მათი, ვისაც არ ჰქონდა. კერძოდ, მეცნიერებმა გააანალიზეს მეტაბოლიზმში ჩართული 817 ცილა და ათასზე მეტი მოლეკულა. საბოლოოდ მათ შეძლეს 48 ცილისა და 43 მოლეკულის (მეტაბოლიტის) აღმოჩენა, რომლებიც მხოლოდ იმ ადამიანების სისხლში იყო, ვისაც ინფარქტი ჰქონდა. ანუ მიუთითებენ გულის შეტევაზე მწვავე სტადიამდე ექვსი თვით ადრე. ამის შესახებ კვლევები ჟურნალ Nature Cardiovascular Research-ში გამოქვეყნდა. მართალია, ცილებისა და მეტაბოლიტების გარდა, ინფარქტის რისკის დიაგნოსტიკისთვის ასევე საჭიროა მონაცემები ადამიანის სქესისა და ასაკის შესახებ.გარდაუვალი ინფარქტის ყველაზე აშკარა მაჩვენებელია ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის დონე. ეს პეპტიდი სინთეზირებულია წინა გულების უჯრედების მიერ გულის კუნთის ძლიერი დაჭიმვის შედეგად. ამიტომ, ეს ფაქტორი არ არის მოულოდნელი. რაც შეეხება დარჩენილ ფაქტორებს, მეცნიერებმა ჯერ უნდა გაარკვიონ, როგორ და რატომ უკავშირდება ისინი გულის შეტევას.აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადება სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. უფრო მეტიც, მიოკარდიუმის ინფარქტი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულის შეტევით და ინსულტით, ვიდრე კიბოსგან. ამიტომ, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ ახალი აღმოჩენა გამოიყენება მედიცინაში, მეცნიერებს მოუწევთ კვლევების სერიის ჩატარება და ამას დიდი დრო დასჭირდება.და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყველაზე ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტი ორშაბათს ხდება. ამის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.
შემთხვევა • 1713386004
„მშობლებს ეძინათ...“ - ერთი წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა (რუსეთი)
ნოვოსიბირსკში, ერთი წლის ბიჭი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. დაცემიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიწაზე იწვა, სანამ გამვლელმა, რომელმაც ის შენიშნა, სასწრაფო გამოიძახა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash Siberia იტყობინება.ეს ყველაფერი 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა. შემთხვევის სავარაუდო ვერსია ასეთია: უფროსებს ეძინათ, ბავშვი მამასთან ერთად საწოლში იწვა, მაგრამ რაღაც მომენტში გაიღვიძა და ფანჯარასთან მივიდა. ბიჭმა ფანჯრის გაღება შეძლო და გარეთ გადავარდა.ორმა თვითმხილველმა თქვა, რომ მე-18 სართულიდან რაღაც გადმოვარდა, მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ვერც გამვლელებმა შეამჩნიეს რამე. საბედნიეროდ, ყურადღებიანი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ბავშვი იპოვა და დროულად გამოიძახა ექიმები. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მენჯი ჰქონდა მოტეხილი, ასევე, დაუდგინდა ფილტვებისა და თირკმლის სისხლჩაქცევები. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფინანსები • 1713385674
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 აპრილს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6710 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8473 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8387 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.
საზოგადოება • 1713384658
ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო.„ნაპოლიმ“ დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი სერია A-ს 33-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, „ემპოლის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. გუნდმა ვარჯიში მსუბუქი პროგრამით, მოთელვით დაიწყო, შემდეგ კი ორ ნაწილად გაიყო და პირველ და მეორე მოედნებზე ერთმანეთს ეტაპობრივად ეცვლებოდნენ. სესია მცირეხნიანი მატჩით დაიხურა. დღეს მატიას ოლივეირამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი სესია გასტროენტერიტის გამო გამოტოვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.