„ერთი ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია...“ - ახალგაზრდა ბიჭს ავარიის შემდეგ ფეხი მოკვეთეს

15:03 08-23-2019
789

„საშინელ ავარიაში დაიმტვრა ჩვენი კურსელი და მეგობარი - ირაკლი ძამუკაშვილი. აქ ვერ უშველეს ექიმებმა და ანკარაში ჩაიყვანეს რეანომობილით გუშინწინ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკაკი სინჯინკაშვილი წერს და საზოგადოებას დამხარებისთვის მიმართავს. 

„სასწრაფოდ ყურადღება, მოგმართავთ და გთხოვთ პირველ რიგში ჩვენს კურსელებს, ჯგუფელებს და ყველას ვინც იცნობთ ირაკლის. საშინელ ავარიაში დაიმტვრა ჩვენი კურსელი და მეგობარი - ირაკლი ძამუკაშვილი. აქ ვერ უშველეს ექიმებმა და ანკარაში ჩაიყვანეს რეანომობილით გუშინწინ. დედა ახლავს თან და მართლა მარტო ადამიანების იმედზე არიან. 
ერთი ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საშინელება ხდება. 
ადამიანს შანსი აქვს რომ გადარჩეს და კარგად გახდეს. ფული სჭირდება ამ ყველაფერს, 50000$ დაახლოებით. ვისაც როგორ შეგიძლიათ მოგვეხმარეთ, გთხოვთ რა, ჩვენც მივალთ ყველგან სადაც საჭიროა, ვიტაქსავებთ, ვივლით და ნებისმიერ ფასად უნდა გადავარჩინოთ მეგობარი. ბევრი მაგარი დრო გვაქვს ერთად გატარებული, ირაკლი მაგარი ბიჭია და აუცილებლად გადარჩება ! ფულის გამო ადამიანს როგორ ვერ უნდა ვუშველოთ რა.  
გამივრცელეთ ყველამ, ვისაც შეგიძლიათ, მოსწრებაზეა საქმე.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე 
ანგარიშის ნომერი: 
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ ქველმოქმედება და შემდეგ პირველივეა ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“ - წერს აკაკი სინჯიკაშვილი.