მესტიაში ახალგაზრდული ცენტრის აივნის მოაჯირი დაწვეს

13:43 08-23-2019
133

მესტიაში ახალგაზრდული ცენტრ „ბეთქილის“ ცენტრის აივნის მოაჯირი დაწვეს.

მესტიაში ჯერჯერობით უცნობმა პირებმა ბეთქილის ახალგაზრდული ცენტრის აივნის მოაჯირი მოარღვიეს და დაწვეს. შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში მესტიის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა დავით ნავერიანმა ატვირთა.

„ეს არ არის ევროპელი ტურისტის, ან ადგილობრივი მცხოვრების გაკეთებული, რადგან ბეთქილი ჩვენი თვალის ჩინია. ეს არაამქვეყნიერმა ადამიანმა გააკეთა, ვისაც იმის ნაცვლად, რომ ტყეში ფიჩხი მოეგროვებინა, მოაჯირი მოარღვია და დაწვა,რა უნდა დავარქვა ამ ფაქტს“, - ამბობს დათო ნავერიანი.

მისივე თქმით, ახალგაზრდული ცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ახალგაზრდული ცენტრი ბეთქილი 2016 წელს გაიხსნა.

ავტორი: თეა შონია