საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად - სალომე ზურაბიშვილი

12:12 08-23-2019
336

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. 

20 აგვისტოს ხანძრის კვამლმა ქალაქ სან-პაულუს მიაღწია. ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.