კვენტინ ტარანტინო მამა პირველად გახდება

11:17 08-23-2019
170

რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და მისი მეუღლე დანიელა მშობლები გახდებიან. დიდი ხნის განმავლობაში წყვილს შვილის ყოლა არ სურდათ, რადგან რეჟისორი თავიდან ბოლომდე დაკავებული იყო კინოინდუსტრიით. 

ტარანტინომ ებრაელ მომღერალ დანიელა პიკს ხელი 2017 წელს სთხოვა. 2018 წელს წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა. რეჟისორი ამბობდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მარტო უნდოდა ყოფნა, იმიტომ რომ „იდეალურ ქალს“ ეძებდა.