ბორის ჯონსონმა მაკრონთან სტუმრობისას მაგიდაზე ფეხები ააწყო - დღის ფოტო

10:41 08-23-2019
218

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის სტატუსით პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა გერმანიაში და შემდეგ საფრანგეთში. საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს, ჯონსონმა „ბრექსიტის“ პროცედურაზე იმსჯელა. 

მოლაპარაკებები არაფორმალურ ატმოსფეროში ჩატარდა - ჯონსონმა რაღაც მომენტში ფეხები ყავის მაგიდაზე დაალაგა. 

ფოტოს გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის მიმართ კრიტიკული კომენტარები დაიწერა. მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ჯონსონი „უზრდელი“ და „გაუნათლებელია“.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი უფრო მარტივად იყო. ჯონსონმა ფეხები მაგიდაზე მაკრონის ხუმრობის შემდეგ დადო. 

Sky News-ის ჟურნალისტის ცნობით, მაკრონმა თქვა, რომ თუ ჯონსონს უფრო თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი, მაგიდა შეუძლია ფეხების მოსასვენებლად გამოიყენოს.