ჩვენი სახლი იწვის - მაკრონი ამაზონის ტყის ხანძარზე

08:58 08-23-2019
137

„ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებენ, იწვის. მოდით, ეს საგანგებო სიტუაცია პირველ რიგში განვიხილოთ,“- ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს.

ემანურლ მაკრონი Twitter-ზე წერს, რომ ეს საერთაშორისო პრობლემაა და „დიდი შვიდიანის“ სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხად უნდა იქცეს.

ბრაზილიის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა მაკრონის ამ განცხადებას და თქვა, რომ აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს.

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ტროპიკული ამაზონის ტყე ნახშირბადის გამოსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა.