მოვუწოდებ ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ - ხაზარაძე

08:17 08-23-2019
161

მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურასთან, სადაც გუშინ ის კიდევ ერთხელ, წარდგენილი ბრალის დასაზუსტებლად დაიბარეს.

პრკურატურაში იმყოფებოდა თი ბი სი-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე.

„არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინება, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ.მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“,-განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის გარდა, ბრალი წაუყენა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.