საყავრესთან ხანძარს სამი ვერტმფრენი აქრობს

08:09 08-23-2019
217

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

საყავრესთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩართული იყო 10 სახანძრო და 3 სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.