შემზარავი კადრები: როგორ ცემს ძაღლს პატრონი თბილისის ერთ-ერთ უბანში

00:11 08-23-2019
956

22 აგვისტოს სოციალურ ქსელში ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ ცემს შინაურ ცხოველს მისი პატრონი. სოციალურ ქსელში ვიდეო ცხოველთა უფლებადამცველებმა ატვირთეს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შსს-მ გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ჯარიმას, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.