ხმაურის ფონზე ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ გეგმა დაამტკიცა

12:46 08-22-2019
96

მიუხედავად სამოქალაქო პროტესტისა ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ გეგმა დაამტკიცა.

ეს გადაწყვეტილება სხდომაზე მყოფი მოქალაქეების აღშფოთების მიზეზი გახდა. მოქალაქეები საკრებულოს დარბაზიდან პოლიციამ იძულებით გაიყვანა.

„ეს არის ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოს სხდომა, რაზე აწერთ ხელს. დაგვიდექით მოქალაქეებს გვერდით. პარტიულო მონებო“ - ამ შეძახილების ფონზე დაატოვებინეს მოქალაქეებს სხდომათა დარბაზი.

მოქალაქეები ამბობენ რომ პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ.

 

ავტორი: ლაშა ველიაძე