ცნობილია როდის ჩატარდება სკოლის ექსტერნის გამოცდები

11:00 08-22-2019
76

სკოლის ექსტერნის გამოცდების ჩატარების ვადები ცნობილია. 

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე მათში შემავალი საგნებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად 26 აგვისტო - 2 სექტემბერი განისაზღვრა. 

ექსტერნის ფორმით გამოცდები კი 4 სექტემბერიდან 13 სექტემბრამდე ჩატარდება.