გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ ბოძების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია

10:01 08-22-2019
31

 

 

გუგუტიანთკარში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ რუსული ვერტმფრენებით დაახლოებით დღის 12:00 საათზე გამოჩნდნენ.

160 საყრდენი ბოძი და დაახლოებით 400 მეტრით გადმოწეული ე.წ საზღვარი-ასეთია ვითარება გუგუტიანთკარში. მცოცავი ოკუპაცია უკვე მე-16 დღეა გრძელდება.

მიტაცებულ ნაკვეთებზე ოკუპანტები მავთულხლართების მონტაჟს გუშინაც განაგრძობდნენ. ადგილობრივები კი საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს უკვე ხელოვნურ ბარიერს მიღმა ადევნებენ თვალს.

მოსახლეობა შიშობს,  რომ საკარმიდამო ნაკვეთებთან და ორ საცხოვრებელ სახლთან ერთად მალე  ე.წ საზღვრის მიღმა დამატებით მიწის ფართოებები მოექცევა. 

აშშ ბორდერიზაციის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს. 

საოკუპაციო ძალამ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლა.

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთს, - წერია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.