,,პოლიციელები არიან მოსულები, სახლის კარი შეამტვრიეს" - რა ხდება ამ წუთებში გორის, წმინდაწყლის დასახლებაში

23:06 08-21-2019
4967

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპჟია მობილიზებული. „დიანიუსის ინფორმაციით, ცხინვალის გზატკეცილზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ წუთებში უცნობია. 

„პოლიციელები არიან მოსულები. ერთ-ერთი მეზობლის სახლის კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ სახლში, როგორც ვიცით ერთი ბიჭი დააკავეს. სხვა არაფერი ვიცით - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

პრაიმტაიმის ინფორმაციით დაკავებულია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამართალდამცველები ოჯახში ძალადობას, მუქარას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებენ.