47 წლის ვხდები. ყველაზე მაგარი ასაკია - ნინო ქათამაძე

23:05 08-21-2019
513

ნინო ქათამაძე დღეს იუბილარია. მომღერალი 47 წლის გახდა. ის თავის საიუბილეო კონცერტს, ტრადიციულად ბათუმში ატარებს. იუბილარი კოლეგის კონცერტს „სოჰოში“ მისი მეგობრები ესწრებიან. კონცერტის შემდეგ ცოცხალი ექსპრომტების ჯერი დადგება. 

ნინო ქათამაძე: „კონცერტის შემდეგ დიდი სეიშენიც უნდა მოვაწყოთ. რა იქნება, კაციშვილმა არ იცის. ეს ყოველთვის ექსპრომტია, თუმცა ჩვენ რომ გვინდა დილამდე რომ დავუკრავთ, ეს ფაქტია. 

- ასაკს ამხელთ?

- კი, 47 წლის ვხდები. ყველაზე მაგარი ასაკია. 

- რა მხრივ?

- გეტყვი. ეს არის ასაკი, როცა სრულ ბალანსში ხარ საკუთარ თავთან და სამყაროსთან, ცხოვრებისგან მიღებულ გამოცდილებასთან. ეს არის ამ ყველაფრის თაიგული. მზად ხარ ყოველი სიტყვისთვის, რაც გხვდება.ზოგჯერ რაღაც ფორმულირება არ მოგწონს, არ გინდა გაიმეორო. მაგრამ ამ ასაკში ნებისმიერი ფორმისთვის მზად ხარ. ეს ძალიან მაგარია. თან შეგიძლია ნამდვილი ცხოვრება დაიწყო. მზად ხარ დიდი, ღირსეული ნაბიჯებისთვის. შეგიძლია ყოველი დღით ისიამოვნო თავისი სრული დატვირთვით. 

- კიდევ რა მოაქვს ამ ასკას?

- შეგიძლია თქვა, რომ ჯერ კიდევ მოაქვს, ვიდრე მიაქვს. ადამიანები უფრო ძვირფასები ხდებიან, ყველა მოვლენა გეძვირფასება, უყურებ როგორც მარადიულს. უკვე ჩემთვის დრო საინტერესო მნიშვნელობას იძენს. 

ნინოს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მეგობრები ულოცავენ.

სვიმონ ჯანგულაშვილი: - შენ ხარ სიყვარული, შენ ხარ მუსიკა, შენ ხარ სიკეთე, ყველა ბედნიერება აჩუქოს უფალმა შენს გულს - განცდებით და ჰარმონიით აღსავსეს.

ოლეგ პანფილოვი: - Солнышко, с днем рождения.

თეა დარჩია: - ნინო, მიყვარხარ, ადამიანოოოო !!! ძალიან დიდ ბედნიერებას და ბევრ სიხარულს, სიყვარულს და პროფესიულ წინსვლას გისურვებ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე