ოფიციალურად: PES2020-ში საქართველოს ნაკრები დაემატა!

21:30 08-21-2019
84

რამდენიმე წუთის Konami-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველი გეიმერებისთვის და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა. Pro Evolution Soccer-ის ახალ ვერსიას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნარკებიც დაემატა.

Konami-ს ცნობით, თამაშში დამატებული იქნება ქართველი ფეხბურთელების სახეები და ოფიციალური საშინაო-საგარეო ფორმებიც.

Pro Evolution Soccer (იგივე PES) მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საფეხბურთო სიმულატორია, რომელსაც მილიარდობით გეიმერი თამაშობს. თამაში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც, რომელსაც რამდენიმე ასეული ათასი გეიმერი მოიხმარს.



ავტორი: ირაკლი გოგვაძე