როგორ მოვიქცეთ თუ „სტაიანშჩიკი“ ფულს მოგვთხოვს - კახა კალაძის რჩევა

19:54 08-21-2019
1520

თბილისის მერის თქმით ე.წ. „სტაიანშჩიკების“ მხრიდან ფულის მოთხოვნა უკანონოა. კახა კალაძის თქმით  ამ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია საპატრულო პოლიციას მიმართოს.

„ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი უფლება მოთხოვოს მანქანის მძღოლს რაიმე საფასური, ეს არის უკანონო. ეს არის დამოკიდებული ადამიანის კეთილ ნებაზე. ასეთი სამსახური, რომ ეს ადამიანები იდგნენ და დაეხმარონ ავტომობილის დაყენებაში, არ არსებობს. ფულის მოთხოვნის შემთხვევაში ეს არის დანაშაული და შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ჟუნალისტებთან.

კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.