რა აკავშირებს დედამთილის გაქურდვაში ბრალდებულ რძალს ზუგდიდელ ქეთევან სორდიასთან

19:31 08-21-2019
71545

​26 წლის ნინო ჭითანავა, რომელიც დედამთილის ქურდობისთვის არის ბრალდებული, ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში ქეთევან სორდიას მეზობლად ცხოვრობს. „პრაიმტაიმის“ მკითხველს შევახსენებთ, რომ ქეთევან სორდიამ სახელი ზუგდიდის მერობის არჩევნებზე, ნიკა გვარამიასთან დაპირისპირებით გაითქვა.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, ნინო ჭითანავა სოფელ კახათში მდებარე დედ-მამის სახლში დაბრუნდა.

დედამთილის გაქურდისთვის ბრალდებულმა მამა გუშინ დაკრძალა. ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მომხდარით მთელი სოფელი შეძრწუნებულია.

„რა არ დააბრალეს საცოდავ გოგოს დედამთილმა და ქმრის ბებიამ. მამა ძალიან ცუდად ყავდა, რომელ ერთზე ენერვიულა... თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად დედასთან წამოვიდა. ნინო ისეა გაზრდილი არაფერს ცუდს არ ჩაიდენდა. ქმრის ოჯახში რა ხდებოდა ეს მხოლოდ მათ იციან... სიმართლე ერთია, ნინოს ყველაფერი დააბრალეს. ძმაც შეძრწუნებულია მომხდარით, ახლა მგლოვიარენი არიან და არაფრის თავი არ აქვთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა,“- აცხადებს ახლობელი.

ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა ნინო ჭითანავა სამართლებრივ დავას. მისი ადვოკატი გვანცა შელია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ურთიერთობა მხოლოდ სასამართლო პროცესით შემოიფარგლა.

ნინო ჭითანავას ქმრის ბებია ეთერ კაკულია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მის რძალთან ყველაფერი დამთავრდა.

„ნუ მირეკავთ, 70 წლის ქალი ავადმყოფი ვარ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, საკმარისია. დასრულდა ყველაფერი ჩვენს შორის. არავის არაფერს ვეტყვი,“- აცხადებს ეთერ კაკულიამ.

შემთხვევა ზუგდიდში, რამდენიმე კვირის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. ნინო ჭითანავა სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებული თანხა კი დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნინო ჭითანავას 3-წლიანი პირობით სასჯელი შეუფარდა.

 

ავტორი: თეა შონია