ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერი სხდომაზე დეპუტატის შვილს უვლიდა

18:26 08-21-2019
393

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერი დეპუტატის ბავშვს უვლიდა, სანამ ის წარმომადგენელთა პალატაში დებატებში იღებდა მონაწილეობას. 

ტრევორ მელარდმა კანონმდებლის შვილთან ერთად ფოტო თვითონ გააზიარა. 

ეს დეპუტატი ტამატი კოფისთვის დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ პირველი დებატი იყო, ხოლო სპიკერმა მელარდმა, რომელსაც უკვე 3 შვილი ჰყავს, დეპუტატის დახმარება გადაწყვიტა.