რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია - „ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა განახორციელა“

13:21 08-21-2019
823

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ფრენა განახორციელა. 

„პრაიმტაიმს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ ფაქტზე უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

„ფაქტზე გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სუსში.